მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები იბრძვიან სამოქალაქო ტანსაცმელში, ზრდიან დანაყოფებს, აძლიერებენ საჰაერო თავდაცვას - უკრაინის გენშტაბი

რუსული ტექნიკა

ომის 48-ე დღეს რუსეთის ჯარებმა ნაწილობრივ დაბლოკეს ხარკოვი. მელიტოპოლისა და ილოვაისკის მახლობლად გააძლიერეს საჰაერო თავდაცვა, ცდილობენ მარიუპოლისა და პოპასნას კონტროლს, ასევე, ცდილობენ დონეცკისა და ხერსონის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევას. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 12 აპრილის დილის 6:00 საათის შეჯამებაში წერს.

რუსეთის არმია ცდილობს, დაასრულოს დანაყოფების გადაჯგუფება და გადაადგილება ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონების კონცენტრაციის რაიონებში, აგრეთვე, საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის გადანაწილებას აეროდრომებზე, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთნ ახლოს მდებარეობს.

რუსი ოკუპანტები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულებელყოფით, აგრძელებენ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის უშუალოდ საცხოვრებელ ადგილებში განთავსების ტაქტიკას. ამრიგად, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დამპყრობლები იყენებენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შენობებს, ენერგეტიკულ და სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და დასახლებების ცენტრალურ უბნებს.

დაფიქსირდა მტრის მიერ სამოქალაქო ტანსაცმელში საბრძოლო მოქმედებების წარმოების შემთხვევები.

ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებში მტერს აქტიური მოქმედებები არ მიუღია. ამ მიმართულებით მტრის ქვედანაყოფების პოზიციისა და მოქმედებების ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

შტაბის ცნობით, სევერსკის მიმართულებით, მტერი ასრულებს ცალკეული ქვედანაყოფების გადანაწილებას აღმოსავლეთ ოპერატიულ ზონაში. ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე გაერთიანებული არმიის ქვედანაყოფების მოძრაობა ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონების გარკვეულ რაიონებში გრძელდება.

სლობოჟანსკის მიმართულებით, მტრის ჯარები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას. ქალაქ იზიუმის მიდამოში მტერი აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს 1-ლი სატანკო არმიისა და მე-20 გაერთიანებული არმიის ცალკეული ნაწილების ძალებთან.

ალბათ, მომავალში, მტერი შეეცდება, აიღოს კონტროლი ქალაქ მარიუპოლზე, დაიპყროს პოპასნაია და განახორციელოს შეტევა კურახოვოში, რათა მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 რუსეთი ერაყიდან უკრაინაში ომისთვის კონტრაბანდულ იარაღს იღებს - The Guardian

👉 პუტინი ავსტრიის კანცლერს: უკეთესი იქნებოდა, ომი ადრე დამთავრებულიყო

👉 მარიუპოლში 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - მარიუპოლის მერი

👉 რუსეთმა დონეცკის გარშემო პოზიციები გააძლიერა - პენტაგონი

👉 რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა - აზოვი