მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი მზადაა, გაათავისუფლოს მშვიდობიანი მოქალაქეები „აზოვსტალის“ ქარხნიდან - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსი სამხედროები

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მათი შეიარაღებული ფორმირებები 25 აპრილს 14:00 საათიდან (კიევის დროით) არ გაისვრიან და მშვიდობიან მოსახლეობას მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების საშუალებას მისცემენ.

რუსული მხარე, ასევე, ამტკიცებს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი 36-ე დღეა ფუნქციონირებს, რასაც უკრაინული მხარე არ ადასტურებს. მათი ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაბომბვა არ წყდება. 

„წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები 2022 წლის 25 აპრილს 14:00 საათიდან (მოსკოვის დროით) ცალმხრივად წყვეტენ საომარ მოქმედებებს, ქვედანაყოფები გაყვანილია უსაფრთხო დისტანციაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსული მხარის თქმით, რუსი სამხედროები ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისას მთელ პერიმეტრზე ან „აზოვსტალის“ გარკვეულ რაიონებში თეთრ დროშებს აღმართავენ.

რუსეთის ფედერაცია საჯაროდ და ოფიციალურად აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად, გარდა თავად კიევის ხელისუფლებისა და ნაციონალისტური ფორმირებების მეთაურების პრინციპული გადაწყვეტილებისა, გააგრძელონ მშვიდობიანი მოქალაქეების „ადამიანის ფარად“ შენარჩუნება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დასძენს, რომ ეს განცხადება „აზოვსტალში“ უკრაინელ სამხედროებს უწყვეტად მიეწოდებათ რადიოარხებით ყოველი 30 წუთის ინტერვალით, ასევე, ოპერატიული საკომუნიკაციო არხებით ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის მეშვეობით.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, პასუხისმგებელია „ჰუმანიტარულ რეაგირებაზე“.

შეგახსენებთ, მარიუპოლის უკრაინელმა დამცველებმაც და უკრაინის ხელისუფლებამაც მოუწოდეს მსოფლიო ლიდერებს ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციას „აზოვსტალის“ ქარხნიდან. მარიუპოლი რუსული არმიის მიერ 1-ლი მარტიდან ბლოკირებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები დატყვევებული უკრაინელი სამხედროს დედას ფულს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შვილის მოკვლით ემუქრებიან - პოდოლიაკი

✔️ 5-10 წელიწადში რუსეთისგან ახალი ომი იქნება მოსალოდნელი - ლიტვის შეიარაღებული ძალების მეთაური

✔️ რუსები ჩაძირული კრეისერ „მასკვადან“ რაკეტებისა და დოკუმენტების მოპოვებას ცდილობენ - Bild

✔️ 🎥 რუსეთის ქალაქ ბრიანსკში ნავთობსაცავში ძლიერი ხანძარია

✔️ „დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - რუსული მედია