მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5-10 წელიწადში რუსეთისგან ახალი ომი იქნება მოსალოდნელი - ლიტვის შეიარაღებული ძალების მეთაური

ლიტვის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალდემარას რუპშისი

ლიტვის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალდემარას რუპშისი არ გამორიცხავს, ​​რომ უკრაინის ომში სტრატეგიული მარცხი რუსეთში მხოლოდ რევანშისტულ განწყობებს გააძლიერებს და 5-10 წელიწადში ახალი ომი იქნება მოსალოდნელი. ამის შესახებ მან LRT-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

რუპშისმა აღნიშნა, რომ მომავლის სამხედრო საფრთხეები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება რუსეთის ხელისუფლებაში.

„ჩემი აზრით, თუ რუსეთი არ შეიცვლება, ის დარჩება საფრთხედ ჩვენთვის და ნატოსთვის. გარდა ამისა, საფრთხე შეიძლება კიდევ უფრო დიდი გახდეს და ალიანსის ქვეყნებმა, უპირველეს ყოვლისა, შეკავებაზე უნდა იმოქმედონ“, - განაცხადა რუპშისმა.

მისი თქმით, რუსეთის მუქარის უნარი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, სანქციების გავლენაზე, მაგრამ თეორიულად, 5-10 წელიწადში მას შეუძლია აღადგინოს ძალაუფლება იმ მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ, რაც უკვე განიცადა უკრაინაში.

კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება გახდეს რუსეთის მხრიდან საფრთხე კიდევ უფრო დიდი, რუპშისმა თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ რევანშისტული განწყობის გაძლიერებას უნდა ველოდოთ.

„რუსული რევანშიზმი არ გამქრალა. მე არ ვიტყვი, რომ რუსეთმა უკვე წააგო ყველა ბრძოლა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა გადარჩა - მათ უკვე წააგეს ომი. კიევიდან უკან დახევამ ნათლად აჩვენა მათი თავდაპირველი განზრახვის მარცხი... ვფიქრობ, ახლა ცოტას აქვს უკრაინის არმიის დამარცხების იმედი, სპორტში მეორე ადგილი ძალიან საპატიო საქმეა, მაგრამ ომში მხოლოდ პირველი ადგილია საჭირო“, - განაცხადა მეთაურმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები ჩაძირული კრეისერ „მასკვადან“ რაკეტებისა და დოკუმენტების მოპოვებას ცდილობენ - Bild

✔️ „რუსებმა აღდგომა უკრაინელების სისხლისაგან გააწითლეს, ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

✔️ 🎥 რუსეთის ქალაქ ბრიანსკში ნავთობსაცავში ძლიერი ხანძარია

✔️ რუსები „აზოვსტალს“ ისევ ბომბავენ - უკრაინის გენშტაბი

✔️ „დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - რუსული მედია