მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი შესაძლოა, სუმის რეგიონში დაბრუნდეს - რეგიონის ხელმძღვანელი

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე

რუსული ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგებულია უკრაინის საზღვართან სუმის რეგიონში. მტრის ჯარის შემდეგი შემოსვლის საფრთხე საკმაოდ სერიოზული რჩება, - ამის შესახებ DW- თან ინტერვიუში რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

„ჩვენ ნაწილობრივ ვაკონტროლებთ საზღვარს, ნაწილობრივ ისევ ღიაა. აგრესორ ქვეყანასთან გვაქვს ერთ-ერთი უდიდესი საზღვარი. ეს არის 564 კილომეტრი და უკიდურესად პრობლემურია ასეთი მონაკვეთის კონტროლი“, - აღნიშნა ჟივიცკიმ.

ამასთან, რეგიონის ხელმძღვანელმა რეგიონში თავდაცვის გაძლიერების აქტიურ ღონისძიებებზე ისაუბრა და ოკუპანტებს „თბილი დახვედრა“ დაჰპირდა.

„ჩვენ ვემზადებით ახალი შეტევისთვის სუმის რეგიონში. საგუშაგოები ძლიერდება და გვესმის, რომ უახლოეს წლებში, თუნდაც ომი მოვიგოთ, თუ რუსეთში არ იქნება პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილება, მაშინ ჩვენ ვერ დავრჩებით მშვიდად“, - განაცხადა ჟივიცკიმ.

თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  აუცილებელია სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„უკრაინას უნდა ჰქონდეს სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემა. რადგან ის, რომ ჩვენი ქალაქები იბომბება და ჰაერიდან ისვრიან, ეს სერიოზული პრობლემაა, ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ეს აღარ განმეორდება“, - განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✅ უკრაინელებმა რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი მოკლეს

✅ უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთით რუსების ორი შეტევა მოიგერიეს - განადგურდა 50-მდე ოკუპანტი

✅ მტერი სერიოზული გარღვევისთვის ემზადება - სერგეი გაიდაი

✅ მოსკოვი საქართველოს რუსეთისკენ „საეჭვო კოღოების“ გაშვებაში ადანაშაულებს

🎥 უკრაინის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე ავიაიერიში განხორციელდა - არის მსხვერპლი

✅ უკრაინა გახდა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ქვეყანა - ვერეშჩუკი

 „ომის ეს ეტაპი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, მტრის გეგმები ჩაფლავდა“ - დენის შმიგალი

 პენტაგონი: რუსეთი 60 000-ზე მეტი წვევამდელისა და რეზერვისტის მობილიზებას გეგმავს