მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთში ზარალი განიცადა და უკან დაიხია

რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთში ზარალი განიცადა  და უკან დაიხია

იუჟნობუგსკის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის არმიამ, უკრაინული შენაერთების შეტევითი მოქმედებების შედეგად  ზარალი განიცადა და უკან დაიხია, - ამის შესახებ უკრაინის  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. 

აღნიშნულია, რომ რუსი დამპყრობლები იღებენ ზომებს დაკარგული პოზიციების აღსადგენად საფრთხის წინაშე მყოფ ტერიტორიებზე რეზერვების გადატანით.

„რუსმა ოკუპანტებმა  დაბომბეს და ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურებს და დასახლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, დანაკარგების შესავსებად, მტერი აძლიერებს ჯგუფებს საწყობიდან ამოღებული მოძველებული იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით, კერძოდ, T-62 და BMP-1 ტანკებით.

მოლდოვას რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში შემაკავებელი ზომები გრძელდება, გაძლიერდა ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და მოქალაქეების ინსპექტირება, გაძლიერდა კონტროლი სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი მანქანების გამოყენებაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პუტინი გააგრძელებს დონბასის მიწის ღრღნას - ბორის ჯონსონი

✔️ უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი იქნება - პოდოლიაკი

✔️ 🎥 უკრაინელმა სამხედროებმა აჩვენეს როგორ ანადგურებენ FH 70 ჰაუბიცებით ოკუპანტებს

✔️ ჯონსონი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად ახალ ალიანსს სთავაზობს - მედია