მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის პატრიარქის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროები ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა კირილმა ქადაგებისას განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც სამშობლოს წინაშე ვალს იხდიან, უკრაინის ომში კვდებიან და თავს თანამოქალაქეებისთვის სწირავენ, ყველა ცოდვისგან განიწმინდებიან.

„ჩვენ ვიცით, რომ დღეს შიდა ომის ველებზე ბევრი იღუპება. ეკლესია ლოცულობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ამ ძმათამკვლელ ომში რაც შეიძლება ნაკლებმა ძმამ მოკლას ერთმანეთი. ასევე, ეკლესიამ იცის, რომ ვისაც ამოძრავებს ფიცის შესრულების გრძნობა, აქვს მოვალეობის გრძნობა, თავისი მოწოდების ერთგული რჩება და სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება, ეს მსხვერპლის ტოლფასია. ის თავს სხვებისთვის წირავს და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რაც ადამიანმა ჩაიდინა“, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა ქადაგებისას. 

პატრიარქი კირილი ადრე აცხადებდა, რომ ახალგაზრდა რუსები გმირულ საქმეს აკეთებდნენ უკრაინელების მკვლელობით. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉აშშ-ს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - ბლინკენი

👉 გერმანია უკრაინას ტანკებს არ აძლევს, რადგან არ უნდა ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება - ოლაფ შოლცი

👉 იზიუმში კიდევ ორი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

👉 შესაძლოა, გუშინ ბლეფი იყო, მაგრამ ახლა ეს რეალობად შეიძლება იქცეს - ზელენსკი პუტინის ბირთვულ შანტაჟზე