უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში, უკრაინის ფრონტის ხაზის უმეტეს ნაწილში მოხდა რუსეთის სახმელეთო ჯარების მკაფიო გადასვლა გრძელვადიან თავდაცვით პოზიციაზე. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, მაშინაც კი, თუ რუსეთმა მოახერხა გრძელვადიანი თავდაცვითი ხაზების გაძლიერება, მისი ოპერატიული განლაგება დაუცველი დარჩება.
„ინიციატივის აღსადგენად მას სჭირდება უკეთესი, უფრო მობილური ძალების აღდგენა, რომლებსაც შეუძლიათ, დინამიკურად გაუწიონ წინააღმდეგობა უკრაინის გარღვევებს და განახორციელონ საკუთარი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, გააძლიერა დნეპრის დასავლეთით მდებარე ზოგიერთი ქვედანაყოფი მობილიზებული რეზერვისტებით უკიდურესად დაბალი დონის გამო.
ასევე დაგაინტერესებთ: