მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობაც“ ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“ და ძალიანაც კარგი, არ ვემხრობი რომელიმე ერთი პარტიის ერთპარტიული მანდატით მოსვლას ხელისუფლებაში“ - ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე

ოპოზიციონერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს. მისი თქმით, ცალკე მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია „ქართული ოცნების“ ცვლილება.

„ვფიქრობ, ოპოზიციის ნაბიჯები არასაკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს. დანარჩენი იქნება ნახევრად ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლების შეცვლას და კოალიციურ მთავრობას ამ ქვეყანას არ მოუტანს, არც 2024-ში და თუ ასე გაგრძელდა არც 2028-ში. როცა დაინახავს ამას ოპოზიცია, მაშინ იქნება შედეგი. „ნაციონალური მოძრაობაც“ ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“ და ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ მე არ ვემხრობი „ენმ-ს“, ან რომელიმე ერთი პარტიის ერთპარტიული მანდატით მოსვლას ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უკრაინის პარლამენტის პოზიცია კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში - უკრაინის რადა

👉 „რუსეთმა უკიდურესად დაბალი დონის გამო დნეპრის დასავლეთით მდებარე ზოგიერთი ქვედანაყოფი მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა“ - ბრიტანული დაზვერვა

👉 „გაერთიანება ხომ შეიძლება ისე, რომ ციხეში მყოფ პრეზიდენტს არ დააბრალოთ პროცესის მიძინება, გადაბრალება რაღა უბედურებაა და უტიფრობა, ნამუსიც კარგი საქონელია“ - თაკო ჩარკვიანი ზურაბ ჯაფარიძეს