ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიძინებულ მდგომარეობაში გადაინაცვლა.
„ვისმენ „TV პირველზე“ ზურა ჯაფარიძეს - (ვციტირებ) „სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ ვეხსნები ქართულ პოლიტიკასო და მას შემდეგ მისი პარტია „ნაცმოძრაობა“ მიძინებულ მდგომარეობაშია“, - მოიცა, და სააკაშვილს დაჰბრალდა? ეკითხება ინგა (ბრავო ინგა კითხვისთვის).
ვახ, რა ბედი აქვს ამ სააკაშვილს რა. ასეთი არაფერი მინახავს, მინდა გავახსენო გულმავიწყებს, რომ 2021 წლის 14 ოქტომბერს, შემდეგ 20 ივნისს და კიდევ მრავალჯერ აქციებზე ქუჩაში გამოსული ასი ათასი და სამოცი ათასი კაცი სახლში რომ გაუშვეს „ზოგიერთებმა“, მიშა სააკაშვილს მაშინ არ ჰქონდა განცხადება გაკეთებული, რომ „ვეხსნები ქართულ პოლიტიკასო“. იბრძოლეთ, რომ ქვეყანამ დასავლეთის გზას არ გადაუხვიოსო, რომ ამბობდა სააკაშვილი და ის არ გაიგო „მავანმა“ და არ დაუჯერა და ახლა ჰოი საოცრებავ თურმე მიშას ბრალი ყოფილა ეს უძრაობა. ვახ.
კოლეგებო, გაერთიანება ხომ მაინც შეიძლება ისე, რომ ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს არ დააბრალოთ პროცესის მიძინება და ასეთი გადაბრალება რაღა უბედურებაა და უტიფრობა, ნამუსიც კარგი საქონელია მართლა და მართლა. უხერხული სანახავი და მოსასმენია ამგვარი განცხადება! გაერთიანებაზე როცა ვსაუბრობთ, „გადაბრალება“ მიშაზე პროცესის მიძინების და უძრაობის დაბრალება არ არის კარგი, არაკეთილსინდისიერი საქციელია, არც სწორი, არც ობიექტური, არც ,არც, არც“, - წერს ჩარკვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: