მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში კიდევ ოთხ კომისარიატს წაუკიდეს ცეცხლი - ოფისები ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით შეიღება

მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია რუსეთში

რუსეთის რეგიონებში სამხედრო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციის 4 შენობა დაწვეს. უკრაინის ომისთვის რუსების მობილიზების დაწყებიდან ორი დღის განმავლობაში, სულ მცირე, ცხრა ასეთი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

ამურის რაიონის ქალაქ სვობოდნიში უცნობმა პირმა სამხედრო სამსახურის შენობას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ბოთლი ასფალტზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა - ხანძარმა შენობის ფასადი დააზიანა. დილით ადრე ხაბაროვსკში უცნობმა პირმა სამხედრო სამსახურის შენობის ფანჯრის გისოსებს შორის ორი „მოლოტოვის კოქტეილი“ მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. შედეგად, მინები გასკდა, ხანძარი სამხედრო აღრიცხვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს.

ალთაის ტერიტორიის სოფელ ცელინოიში, კულტურის სახლს ცეცხლი გაუჩნდა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, სოფლის საბჭოს ადმინისტრაცია და რუსული ფოსტის ფილიალია განთავსებული. ფოსტა მთლიანად დაიწვა, ადმინისტრაციის შენობაში კი ჭერი დაზიანდა. ასევე ღამით ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში უცნობმა პირებმა რაიონის გამგეობას „ცეცხლგამჩენი ობიექტი“ ესროლეს. 

კოსტრომაში სამხედრო აღრიცხვის ოფისი ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით შეიღება.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ გუშინ, 22 სექტემბერს, უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობას ტოლიატიში და სამხედრო აღრიცხვის ოფისებს სანკტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდისა და ორენბურგის რეგიონებში, ასევე ტრანს-ბაიკალის ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებამ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი აქტიურად ყიდულობენ სხვა ქვეყნის ბილეთებს, რათა თავი აარიდონ სამხედრო გაწვევას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 „აშშ-ში ასევე არის ღილაკები, რომლითაც ბირთვულ რაკეტების გაშვება ხდება“ - ანჯეი დუდა რუსეთის ბირთვულ მუქარაზე

👉 „პუტინი აიძულეს, რომ სპეცოპერაცია დაეწყო... რუსეთის გეგმა იყო უკრაინის მთავრობის ღირსეული ხალხით შეცვლა“ - სილვიო ბერლუსკონი

👉 „ჩვენ არ ვაპირებთ მობილიზაციას, ეს ტყუილია“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

👉 „შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“ - დმიტრო კულება ლავროვის მიერ გაეროს შეხვედრის დატოვებაზე

👉 „ის ძაღლისშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია“ - სერგეი ლავროვი ზელენსკის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე