მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსი ოფიცრებისთვის უფრო დიდი შეფურთხება წარმოუდგენელია“ - ალექსეი არესტოვიჩი პუტინის მიერ კადიროვისთვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭებაზე

უკრაინის პრეზიდენტის  ადმინისტრაციის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ჩეჩნეთის ლიდერისთვის, რამზან კადიროვისთვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭებას გამოეხმაურა.

არესტოვიჩის თქმით, „რუსი ოფიცრებისთვის უფრო დიდი შეფურთხება წარმოუდგენელია“.

„მთელ სამხედრო ისტორიაში, გარდა სტალინური რეპრესიებისა, ვერ წარმომიდგენია ასეთი დამცირებები. სტალინი, ერთი მხრივ, ამცირებდა, მეორე მხრივ, ამაღლებდა და აჯილდოებდა, აყალიბებდა მათ გენერლებად. ახლა კი კადიროვის ამბავი. სიმართლე რომ გითხრათ, საინტერესოა, რუსეთი თავს კიდე სადამდე დაიმცირებს“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ სამხედრო სარდლობამ უნდა უპასუხოს ამ დამცირებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კაცმა, რომელმაც ტაილანდში საბავშვო ბაღში 32 ადამიანი მოკლა, თავისი ოჯახი დახოცა და თავი მოიკლა - BBC

👉 კახა კალაძემ თეა წულუკიანის უწყება 25 000 ლარით დააჯარიმა

👉 „როგორ არის და კვდება“ - გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილის პირას“ - თემურ ჯანაშია

👉 „რუსეთი გააგრძელებს უკრაინელი ნეონაცისტების მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას“ - დიმიტრი მედვედევი