მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძემ თეა წულუკიანის უწყება 25 000 ლარით დააჯარიმა

კახა კალაძე, თეა წულუკიანი

თბილისის მერმა თეა წულუკიანის უწყება - კულტურის სამინისტრო დააჯარიმა. როგორც ცნობილია, წულუკიანმა საკუთარი კაბინეტის მოწყობა ყველანაირი ნებართვის გარეშე გადაწყვიტა, სწორედ ამიტომ, კახა კალაძემ უწყება 25 000 ლარით დააჯარიმა.

„კახა კალაძემ და თბილისის მერიამ 25 000 ლარით დააჯარიმა თეა წულუკიანის კულტურის სამინისტრო. ეს არის უპრეცედენტო. ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერიამ სახელმწიფო უწყება დააჯარიმა. საკუთარი კაბინეტის მოსაწყობად წულუკიანმა არანაირი ნებართვა არ აიღო, ადგა, აი, ესე მინდა და დაიწყო. ამიტომაც 25 000 ლარით დაჯარიმდა“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე. 

„გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სადემონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აწარმოებდა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ საქმის მოკვლევა დაიწყო.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიმდინარე წლის 12 ივლისს სამართალდარღვევის მიმართ გაიცა მითითება, რომლითაც მხარეს განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოსადგენად, 20 კალენდარული დღის ვადა განესაზღვრა.

თბილისის მერიაში მიმდინარე წლის 21 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან შემოვიდა განცხადება, რომლითაც განმცხადებელი სანაპიროს ქ. N4-ში მდებარე შენობაზე განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მითითებას დაეთანხმა და დაჩქარებული წესით, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

22 ივლისს კანონის შესაბამისად, შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა დაფიქსირდა, რის შემდეგაც, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 25 000 ლარით დააჯარიმა“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „როგორ არის და კვდება“ - გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 „მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილის პირას“ - თემურ ჯანაშია

👉 „რუსეთი გააგრძელებს უკრაინელი ნეონაცისტების მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას“ - დიმიტრი მედვედევი

👉 „კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება“ - იაგო ხვიჩია

👉 რუსეთმა ესტონეთის საზღვარზე ათასამდე უკრაინელი გაიტაცა - უკრაინული მედია