უკრაინაში, ნიკოლაევის რეგიონში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ბაშტანკაში სკოლა გაანადგურეს და სკოლის დირექტორი დახვრიტეს. ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
„ბაშტანკიდან გასვლისას ოკუპანტების კოლონა დასახლებაში შევიდა, შეიჭრნენ სკოლაში, გაანადგურეს, ხოლო სკოლის დირექტორი დახვრიტეს,“ - აცხადებს კიმი.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.
პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.
ამავე თემაზე:
📣 განადგურებულია კადიროველთა კიდევ ერთი კოლონა - UNIAN
📣 რუს ოკუპანტებს რაკეტების მარაგი ეწურებათ - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
📣 ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა ბირთვული კატასტროფის საფრთხე გამოაცხადა