მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ძალები დონბასში მინიმალურ პროგრესს აღწევენ - პენტაგონი

პენტაგონი

რუსული ძალები აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში, სადაც საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს - ზარალდებიან ცუდი მართვისა და კონტროლის, დაბალი საბრძოლო სულისკვეთებისა და ლოგისტიკის გამო, რომლის ხარისხი იდეალური არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

„მომავალში ჩვენ ვხედავთ დონბასში რუსების მინიმალურ პროგრესს. ისინი ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რაც დაგეგმეს“, - განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, რუსებმა მცირე უპირატესობას მიაღწიეს უკრაინის ქალაქების იზიუმსა და პოპასნაიას აღმოსავლეთით, თუმცა ამ წარმატებებს შეიძლება ეწოდოს პირობითი, რადგან რუსეთის ფედერაციის ძალები ჯერ აკონტროლებენ ტერიტორიებს, შემდეგ კი კარგავენ.

პენტაგონის წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე რუსული ძალები ცდილობენ აირიდონ ზედმეტი რისკები და დანაკარგები როგორც საჰაერო ბრძოლებში, ასევე სახმელეთო ომში.

„უკრაინელებმა ოსტატურად შეასრულეს თავიანთი საქმე ბოლო 24-48 საათის განმავლობაში. მათ მოახერხეს რუსების გაძევება ხარკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსეთმა 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომი, შესაძლოა, ოფიციალურად გამოაცხადოს - CNN

✔️🎥 უკრაინელებმა იზიუმთან დიდი რაოდენობით რუსული მძიმე ტექნიკა გაანადგურეს

✔️უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 35 დამპყრობელი და შვიდი ტექნიკა გაანადგურეს

✔️დონეცკის ოლქში მედესანტეებმა ციმბირიდან ჩასული ოკუპანტების სპეციალური ჯგუფი გაანადგურეს