მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ჯარები ცდილობენ შეაღწიონ სლავიანსკში და კრამატორსკში - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთი აგროვებს ჯარებს აღმოსავლეთში დარტყმისთვის

რუსული ჯარები ცდილობენ შეაღწიონ სლავიანსკში და კრამატორსკში, - ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.

„ამ მიმართულებით უპირველესი ამოცანაა უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა. ისინი ცდილობენ, მიაღწიონ პროგრესს აღმოსავლეთ უკრაინაში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ასევე, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა წარმატებით ჩაშალეს რუსული ჯარების მცდელობა მდინარეზე გადასულიყვნენ.

დაზვერვის ცნობით, სევეროდონეცკის დასავლეთით სევერსკის დონეცკის გადაკვეთის მცდელობისას რუსეთმა დაკარგა მინიმუმ ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აღნიშნულია, რომ რუსეთის ჯარებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას, მიუხედავად ძალების კონცენტრაციისა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - ბუდანოვი

✔️უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა - უკრაინის გენშტაბი

✔️🎥 უკრაინის ეროვნული გვარდიის არტილერისტებმა საცხოვრებელი კორპუსის უკან დამალული დამპყრობლები გაანადგურეს

✔️ოკუპანტებმა სუმის ოლქს მძიმე არტილერიიდან შეუტიეს - არის გარდაცვლილი

✔️კიევი კვლავ რუსეთის მთავარი სამიზნეა, თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება განხორციელდეს - კლიჩკო