მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით უკან დაიხიეს - უკრაინის გენშტაბი

ომი უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის მიმართულებით სოფელ სიროტინოსთან რუსი ჯარები განდევნეს. საომარი მოქმედებების შედეგად მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს.

მათივე ინფორმაციით, პარალელურად გრძელდება რუსული არმიის შეტევა აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში. მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული იყო დონეცკის მიმართულებით.

„დონეცკის მიმართულებით მტერი აგრძელებს დაბომბვას ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხი არტილერიიდან, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან და იყენებს თვითმფრინავებს.

ბოლო დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინულმა არმიამ მტრის თერთმეტი შეტევა მოიგერიეს, განადგურდა ხუთი ტანკი, ერთი საზენიტო სარაკეტო სისტემა Tor, ექვსი საარტილერიო სისტემა, თორმეტი ერთეული ჯავშანტექნიკა და ერთი მტრის მანქანა. მტერს სამი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა ბახმუტის, ავდეევსკის და კურახოვსკის მიმართულებებზე“, - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 200 წლიანი ნეიტრალიტეტის შემდეგ ნატოში - ფინეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა დღეს გაიმართება

👉 კანადა მზადაა უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმაროს

👉 კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

👉რუსეთი უფრო ხშირად გამოიყენებს საბჭოთა ტიპის თვითმფრინავებს და რაკეტებს თავდასხმისთვის - ბრაჩუკი