მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამხრეთ ოსეთის ვექტორი მიმართული ყოველთვის მხოლოდ რუსეთისკენ იყო და იქნება“ - გაგლოევი

ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ რუსეთის ფედერაციის საბჭოში ყირიმის დე ფაქტო სენატორ სერგეი ცეკოვთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე ცეკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად „ყველაფერს გააკეთებს“.  

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას. ჩვენ გვაქვს დიდი შესაძლებლობები. ვისურვებდი, რომ წარმატებით განვითარდეთ, გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები. სამხრეთ ოსეთის პრობლემები რუსეთის პრობლემაა და პირიქით“, - განაცხადა ცეკოვმა. 

ე.წ. სენატორთან შეხვედრაზე გაგლოევმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში გამარჯვება „აუცილებლად რუსეთს დარჩება. 

„სამხრეთ ოსეთის ვექტორი ყოველთვის იყო და იქნება მიმართული მხოლოდ რუსეთისკენ. დღეს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ გამარჯვება ჩვენი იქნება“, - განაცხადა გაგლოევმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ომის გახანგრძლივება რისკებს ზრდის“ - „მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების“ შესახებ ერდოღანი პუტინს ესაუბრა

🔴 „სარაკეტო თავდასხმების გამო, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის 50% მწყობრიდანაა გამოსული“ - შმიგალი

🔴 მარიუპოლში ძლიერი აფეთქება მოხდა

🔴 რუსეთი უკრაინას 10-ზე მეტი ტყვის სიკვდილით დასჯაში ადანაშაულებს

🔴 ერდოღანმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა