რუსი სენატორი, ერთიანი რუსეთის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეი კლიმოვი განმარტავს თუ, როგორ შეიძლება „სამხრეთ ოსეთი“ გახდეს რუსეთის ნაწილი.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა ითვალისწინებს რუსეთში სახელმწიფოების მიღების პროცედურას, ამისთვის კი სამხრეთ ოსეთს რუსეთთან შესაერთებლად რეფერენდუმი სჭირდება, სადაც ოსი ხალხი გამოხატავს თავის ნებას.
„დიდი ხანია ვიცით ჩვენი მეზობლების, „სამხრეთ ოსეთის“ სურვილის შესახებ, გააკეთონ არჩევანი და რუსეთს შემოუერთდნენ. ჩემი აზრით, როდესაც ყველა სამართლებრივი ფორმალობა მოწესრიგდება, ამის შემდეგ არ იქნება არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება, რომ ოსეთის მოსახლეობამ აისრულოს ძველი ოცნება და „სამხრეთ ოსეთი“ გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი
. ჩვენ ველოდებით ამ პროცედურების დასრულებას. ჩვენი მხრიდან, ყველა საჭირო სამართლებრივი საკითხი შემუშავდა 20 წლის წინ“, - აღნიშნავს კლიმოვი.
ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკამ უნდა დანიშნოს რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის და მალე „სამხრეთ ოსეთი“ მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი იქნება.
აგრეთვე წაიკითხეთ: