მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ უკრაინა ყირიმისა და დონბასის აღებას შეძლებს

უკრაინული ტანკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე განდევნეს რუსი დამპყრობლები კიევიდან და ხარკოვიდან, შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ისინი, ასევე, შეძლებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის განთავისუფლებას, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის  დიპლომატმა კრისტინა ქუინმა  განაცხადა. 

დიპლომატის თქმით, ყირიმსა და დონბასს ყოველთვის უკრაინულად ცნობდა. მან დასძინა, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსული არმიის განდევნით ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მზად არის გაზარდოს იარაღის მიწოდება, რამდენადაც საჭიროა.

„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი! და ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, რომ ეს მოხდეს. შეერთებულმა შტატებმა უკვე მიაწოდა უკრაინას მეტი იარაღი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს და ჩვენ გავაგრძელებთ“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენად შორს დაახევინებენ რუსულ არმიას, მხოლოდ უკრაინაზე იქნება დამოკიდებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსეთი უფრო ხშირად გამოიყენებს საბჭოთა ტიპის თვითმფრინავებს და რაკეტებს თავდასხმისთვის - ბრაჩუკი

👉რუსებმა სუმის ოლქში უკრაინის საზღვრის გარღვევა სცადეს

👉რუსეთის ჯარებმა სავარაუდოდ, უარი თქვეს უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევაზე - სამხედრო ანალიტიკოსები

👉ვაგრძელებთ იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას და ვაიძულებთ მოსკოვს, რეალობა გაიაზროს - პოდოლიაკი

👉ოკუპანტები უკრაინის ომს „ჯოჯოხეთს“ უწოდებენ