მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ კონტრშეტევას ზამთარში, ოკუპანტები კი ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის ემზადებიან - ISW

უკრაინელი სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას. რუსი ოკუპანტები 2023 წლის გადამწყვეტი ოპერაციისთვის ემზადებიან, - ამის  შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება.

ანალიტიკოსებს ჯერჯერობით არ უნახავთ ნიშნები იმისა, რომ უკრაინული ძალები აპირებენ შეაჩერონ კონტრშეტევითი ოპერაციები, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე დიდი ოპერაციისთვის მზადება იყო გამოცხადებული.

„უკრაინულ ძალებს შეუძლიათ მოამზადონ პირობები პოტენციურად უფრო ფართო კონტრშეტევისთვის ამ გაზაფხულზე“, - განმარტა ექსპერტმა.

თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის პროგნოზი რუსული ოპერაციების მაღალი ტემპის შესახებ გაზაფხულზე ნაწილობრივ ადასტურებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებას, რომ რუსული ძალები სავარაუდოდ ემზადებიან 2023 წელს დაგეგმილი გადამწყვეტი სამხედრო ოპერაციისთვის. ამავე დროს, რუსეთის შეტევა ბელარუსიდან ჯერ კიდევ ნაკლებად სავარაუდოა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინელების კონტროლის ქვეშაა - სერგეი გაიდაი

✔️ პუტინის და პრიგოჟინის ნაბიჯები ეს არის სტალინური ნაბიჯების უნიჭო მიბაძვა, ის, რაც სტალინს გასდიოდა, პუტინს არ გაუვა - ლაშა ბერიძე

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიწევენ კრემინაიასკენ, ხოლო ოკუპანტები ცდილობენ ბახმუტი ალყაში მოაქციონ - საბრძოლო რუკა

✔️„რაშიზმმა ეს ომი უნდა წააგოს - ყველაფერში და ყველგან“ - ზელენსკი

✔️ რატომ იბრძვიან სოლედარისთვის? - მარილის მაღაროები და საინტერესო ფაქტები ქალაქის შესახებ - BBC