მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ... გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ახალ თავდასხმას ამზადებს. მისი თქმით, მომავალი კვირა რთული იქნება, ამიტომ, მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს.

„გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან... ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია. მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს კვირის განმავლობაში. ერთად და ერთმანეთის დახმარებით ჩვენ გადავლახავთ ომის ამ გამოწვევასაც: ამ ზამთარს, რუსეთის მცდელობას გამოიყენოს სიცივე ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს... იღებს სამარცხვინო სახეს“ - ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ შიდა არჩევნებზე

👉 დავით არახამია „უძლეველობის პუნქტების“ მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ვიტალი კლიჩკოს ერთკვირიან ვადას აძლევს