მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც აპრილ-მაისში უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, შეტევითი მოქმედებების დრო დაკავშირებულია ამინდის პირობებთან.

„მათ [ლეოპარდის ტანკებს] ჩვენი გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით კონტრშეტევაში ნახავთ. კონტრშეტევა დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელია ყველაზე შესაფერისი მომენტი. ეს ასევე დამოკიდებულია ამინდის პირობებზე. გაზაფხულზე ჩვენი მიწა ძალიან სველია. ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვიხილავთ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. 

რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ წელს უკრაინისთვის ძალიან პოზიტიური ცვლილებები იქნება.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი სამხედროები გააგრძელებენ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ტერორი არ იმუშავებს, ყველა ჩვენი ტერიტორია უნდა დავიბრუნოთ და ოკუპანტი დავსაჯოთ - ერმაკი

👉 მოსკოვი მიაღწევს უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას - პატრუშევი

👉 რუსებმა თითქმის მიაღწიეს ბახმუტის ცენტრს - ISW