მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინამ შეცვალა სტრატეგია და შეანელა რუსეთის ფედერაციის წინსვლა - NYT

უკრაინამ შეცვალა სტრატეგია და შეანელა რუსეთის ფედერაციის წინსვლა

უკრაინის დამცველები ოკუპანტზე დარტყმით ამოწურავენ რუსეთის საბრძოლო პოტენციალს, შეანელებენ მის წინსვლას აღმოსავლეთში და შექმნის ახალ დაუცველ ადგილებს სამხრეთში, - ამის შესახებ The New York Times-ის მასალაშია ნათქვამი. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაზაფხულიდან ზაფხულამდე უკრაინელი სამხედროები რუსული არტილერიით იბომბებოდნენ უკრაინის აღმოსავლეთით, სტაბილურად კარგავდნენ პოზიციებს და დღეში 200-მდე ჯარისკაცს. მაგრამ ბოლო კვირებში უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია შეიცვალა და უკრაინის არმია წარმატებით ახერხებს რუსეთის წინსვლის შენელებას.

„უკრაინამ, დასავლური იარაღის მიწოდების წყალობით, შეძლო კონტრშეტევაზე გადასვლა, გაანადგურა ოკუპანტის კრიტიკული მომარაგების ხაზები და სულ უფრო და უფრო ურტყამს სამიზნეებს, რომლებიც საკვანძოა“, - ნათქვამია სტატიაში.

ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე საჰაერო ბაზაზე დარტყმის, შედეგად განადგურდა მინიმუმ რვა საბრძოლო თვითმფრინავი.

„შედეგად ათასობით რუსი სამხედრო მომარაგების შეწყვეტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა“, - ნათქვამია სტატიაში.

NYT, ასევე, აღნიშნავს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეანელეს რუსეთის წინსვლა და შეაჩერეს ბოლო თვეების განმავლობაში განცდილი მძიმე დანაკარგები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ სევერსკის მიმართულებით ოკუპანტების როტაცია გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზები და საწყობები გაანადგურეს

✔️ კრემლის გადაწყვეტილებით 64-ე მოტორიზებული ბრიგადა ბუჩაში მომხდარი სისასტიკის დასამალად განადგურდა - ISW

✔️ რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე - ვოლოდიმირ ზელენსკი