მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

„თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფისა და მისი სრული შედეგების დამალვას, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და სახიფათოა: ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს ბირთვული კატასტროფის რისკის მაქსიმალურად გაზრდისთვის და ატყუებენ მთელ მსოფლიოს, რომ სხვა არის დამნაშავე“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროპის დაცვა ამ საფრთხისგან.

ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთის საოკუპაციო არმია იყენებს ამ ატომურ ელექტროსადგურს ტერორისა და შეიარაღებული პროვოკაციებისთვის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ყირიმელებმა მიიღეს ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ყირიმის გათავისუფლება გარდაუვალია - ჩუბაროვი 

✔️ ლატვიამ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

✔️ ქერჩის ხიდი რაც შეიძლება მალე უნდა დაინგრეს - ჩუბაროვი

✔️ უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა გემმა შავი ზღვის პორტი ვერ დატოვა - თურქეთის თავდაცვის უწყება

✔️ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა აგენტი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას, უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაზე