მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომი ახალ ფაზაში შედის. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, ძირითადი ბრძოლები ახლო მომავალში 350 კმ-იან ფრონტზე გადაინაცვლებს, რომელიც ზაპოროჟიედან ხერსონამდეა გადაჭიმული.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინის სამხრეთ ნაწილში იკრიბებიან და იქ კონტრშეტევის მოსაგერიებლად ემზადებიან. გამორიცხული არ არის, რომ ისინი თავადაც შეტევაზე გადავიდნენ. დონბასიდან სამხრეთით რუსული სატანკო კოლონები, სატვირთო ავტომობილები და არტილერია გადაადგილდება.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე რუსული ძალების აქტიური გადასროლა მიმდინარეობს, რასაც უკრაინის დაზვერვა აკვირდება და საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 არახამია, იასკო, გონჩარენკო - ზელენსკიმ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

📌 საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! - ნიკა მელია

📌 „თუშია“, „ჩხირა“, „ლეღვა“ - თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს - ვიდეო

📌 საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი