მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი

„საქართველოს მოქალაქეების უმეტეს ნაწილს აღიზიანებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები საქართველოს რესტორნებსა და სასტუმროებში“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრმა, „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

თინა ხიდაშელის თქმით, საქართველომ უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ უნდა იმუშაოს და პარლამენტის კარი დაკეტილი არ უნდა იყოს. 

მისი თქმით, მუდმივად უნდა იკრიბებოდეს უსაფრთხოების საბჭო.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე თვეა, ადანაშაულებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქსენოფობიაში, ექსტრემიზმში და ომის გაღვივების სურვილსა და მცდელობაში, მაგრამ არასდროს არ გვესმის მსგავსი განცხადებები, კრიტიკა, კრემლის და რუსული შეიარაღებული ძალების მიმართ. 

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი რუსი შემოვიდა. ეს ის შემთხვევაა, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სტატისტიკას. მთავარი არის ადამიანების, ჩვენი ქვეყნის ფსიქოლოგიური განწყობა იმ მოვლენების მიმართ, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, იმ ძალადობის, სისასტიკის მიმართ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები რუსი სამხედროები სჩადიან უკრაინის ტერიტორიაზე და შესაბამისად სენსიტიურობა გაცილებით მაღალია საქართველოში. დღეს საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტ ნაწილს აღიზიანებს რუსული ენის მოსმენა, უფრო მეტ ადამიანს აღიზიანებს მათი თავხედური ქცევები საქართველოს რესტორნებსა და სასტუმროებში. 

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა. საქართველო მზად უნდა იყოს ნებისმიერი თავდასხმისთვის. საქართველოს პარლამენტის კარი დაკეტილი კი არ უნდა იყოს, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს, უნდა მუშაობდეს უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ქვეყანაში მუდმივად უნდა იკრიბებოდეს უსაფრთხოების საბჭო“, - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ტურიზმს არავინ ებრძვის“ - სერგო ჩიხლაძე

✅ საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! - ნიკა მელია

 „მყისიერი საფრთხე გვიდგას იმისა, რომ გავხდეთ ჰიბრიდული ომის ყველაზე ცხელი წერტილი“ - დავით ძიძიშვილი

✅ „ინტერესის საგანია დეპოლარიზაცია“ - იაგო ხვიჩია

✅ „სავიზო რეჟიმი რომ შემოგვეღო, საქართველოში ათასობით დევნილი რუსი და ბელარუსი ვერ შემოვიდოდა“ - გია ცაგარეიშვილი