მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! - ნიკა მელია

ენმ-ს ლიდერი

„საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! ნუ ვიქნებით მიამიტები, რომ ესენი ყველანი ტურისტები არიან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. 

ნიკა მელია აცხადებს, რომ ახლა მოქმედების დროა, საქართველოს მოსახლეობა კი მოდუნებულია.

მისი თქმით,  შეიძლება, საქართველოში ცოტა ხანში დადგეს ისეთი დრო, როცა რუსული ენის ცოდნას სამსახურებში მოითხოვენ. 

„რა დროს ქიშპობის და დაპირისპირების დროა, როცა ამდენი რუსი არის შემოსული საქართველოში და  ბიზნესებს არეგისტრირებენ. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ჩვენ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ამოვიყვანოთ ჭაობიდან, ცოტა დრო დაგვრჩა, რომ შანსი შევუნარჩუნოთ განვითარების. შემოდგომის პერიოდი უნდა იყოს ყველაზე აქტიური პერიოდი.

თუ ვხდებით და გვჯერა, გვეცლება ქვეყანა ხელიდან, უნდა ვიმოქმედოთ და ყველა საქმე გადავდოთ გვერდზე. ისე მიდის საქმე,  ცოტა ხანში შესაძლებელია, სამსახურიც ვერ იშოვო საქართველოში თუ არ გეცოდინება სრულყოფილად რუსული ენა.

ჩვენ ვხედავთ ასი ათასობით რუს ტურისტს საქართველოში, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოში რჩება და საკუთარ ბიზნესს ხსნის. საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! ნუ ვიქნებით მიამიტები, რომ ესენი ყველანი ტურისტები არიან, ექსპანსია ხდება - კულტურული და ეკონომიკური. შემოსულები არიან, აღარავინ აქ აღარ გაისვრის ტყვიას, ჩვენ ბევრნი ვართ მაგრამ მოდუნებულები ვართ“, - აცხადებს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მყისიერი საფრთხე გვიდგას იმისა, რომ გავხდეთ ჰიბრიდული ომის ყველაზე ცხელი წერტილი“ - დავით ძიძიშვილი

✅ „ინტერესის საგანია დეპოლარიზაცია“ - იაგო ხვიჩია

✅ „სავიზო რეჟიმი რომ შემოგვეღო, საქართველოში ათასობით დევნილი რუსი და ბელარუსი ვერ შემოვიდოდა“ - გია ცაგარეიშვილი

✅ გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

✅ „დამნაშავეები არიან, ეს არის უგუნური და დანაშაულებრივი კამპანია“ - რომან გოცირიძე