მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 627-ზე მეტი ბავშვი დაშავდა

ომი უკრაინაში

ბოლო 24 საათში რუსი აგრესორების მიერ მოკლული უკრაინელი ბავშვების რიცხვი არ შეცვლილა, 3 მაისის მონაცემებით საერთო ჯამში დაღუპულია 220 ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„დაშავებულთა რიცხვი 407-მდე გაიზარდა, ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან საომარი მოქმედებების გამო ზუსტი მონაცემების დადგენა გართულებულია. ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, კიევის ოლქში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ლუგანსკში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიესა და ჟიტომირში“, - აცხადებენ უკრაინის პროკურატურაში. 

ყოველდღიური დაბომბვების რეჟიმში აგრესორებმა უკრაინის ტერიტორიაზე დააზიანეს 1584 სასწავლო დაწესებულება, აქედან 118 მთლიანად განადგურდა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉  ჩრდილოეთ კორეამ წელს მე-14 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა

👉 ევროკავშირი რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

👉 რუსეთმა დონბასის ჩრდილოეთით 22 ბატალიონი განათავსა - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება