მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დმიტრივკა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს 

უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დმიტრივკა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს 

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონში მდებარე სოფელი დმიტრივკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და მასზე სრული კონტროლი აღადგინეს, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„ჩვენმა დამცველებმა იზიუმის რაიონის სოფელი დმიტრივკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს და სრული კონტროლი აღადგინეს. ამავდროულად, მათ გაანადგურეს მტრის უამრავი ტექნიკა და ქვეითი ძალა. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ ხელსაყრელ წერტილებს პოზიციების გასამყარებლად. დეტალები მოგვიანებით“, - აღნიშნა ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ოკუპანტმა  სცადა შეტევა ჰუსარივკას მახლობლად, იზიუმის რაიონში, თუმცა ზარალი განიცადა და უკან დაიხია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ჯერემი კორბინი დასავლეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო ოთხი კომპონენტი დაასახელა

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო

✔️ გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?