მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინელებმა უგლედართან რუსების ელიტურ საზღვაო ქვეითებს დიდი დარტყმა მიაყენეს - ბრიტანული დაზვერვა

რუსული ტანკები

ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ახალი ანგარიშის მიხედვით, რუსმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის მახლობლად დიდი დანაკარგები განიცადეს.

ბრიტანული დაზვერვა სატელიტურ სურათს ავრცელებს, რომელშიც ჩანს რუსული არმიის ელიტად მიჩნეული 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის კუთვნილი, განადგურებული სამხედრო ტექნიკა.

დაზვერვის მონაცემებით, საჰაერო-სადესანტო ქვეითებისგან განსხვავებით, 155-ე ბრიგადა უკრაინის ტერიტორიაზე არ იყო განლაგებული, როგორც ერთი მთლიანი დაჯგუფება. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საზღვაო ქვეითთა ბრიგადა ამ ტერიტორიაზე საპასუხისმგებლო და უმძიმეს ტაქტიკურ დავალებებს ასრულებდა და მიღებული დანაკარგების შემდეგ, რუსეთის სარდლობამ ისინი გამოუცდელი მობილიზებულებით დააკომპლექტა.

იხილეთ ასევე:

👉 პუტინი: დასავლეთს ერთი მიზანი აქვს - ყოფილი საბჭოთა კავშირის და მისი მთავარი ნაწილის, რუსეთის დაშლა

👉 რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში თავდაცვას აძლიერებს - უკრაინული მხარე

👉 პრეზიდენტი - ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას

👉 მხოლოდ სახელმწიფოს მოსაზრებაა, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა დანაშაული, სხვა მტკიცებულებები არ არსებობს - ადვოკატი