მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ გაანადგურა

საჰაერო თავდაცვის ნაწილმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ გაანადგურა

1-ელ მაისს უკრაინელი დამცველების საჰაერო თავდაცვამ  გაანადგურა კიდევ ერთი რუსული მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება.

„საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფმა წარმატებით გაანადგურა კიდევ ერთი რუსული მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატი. „ორლან-10“ამ უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ საჯარო დომენში საკმარისი ინფორმაციაა. ორლან-10-ში რუსული პრაქტიკულად არაფერია, ის იმპორტირებულია (აშშ, იაპონია, ჩინეთი, გერმანია და ა.შ.)“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ასევე, აღნიშნულია, რომ ერთი „ორლან-10“-ის ღირებულება დაახლოებით 80-120 ათასი დოლარია.

ამჟამად რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ ყველაზე პოპულარული სამიზნეა შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებისთვის.

„ძირითადად მტრის თვითმფრინავები მოქმედებენ უკრაინის საჰაერო სივრცის გარეთ, ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მტერმა მნიშვნელოვნად გაზარდა სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვა.

აქედან გამომდინარე, უკრაინელი დამცველების სამიზნეები სულ უფრო ხშირად ხდება რუსული ორლან-10 თვითმფრინავები, რომლებიც ძირითადად ახორციელებენ საჰაერო დაზვერვას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 35 დამპყრობელი და შვიდი ტექნიკა გაანადგურეს

⭕ დანია და შვედეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებენ

⭕ რუსეთი ყირიმის გასაკონტროლებლად მიზნად ხერსონის გრძელვადიან ოკუპაციას ისახავს - ბრიტანული დაზვერვა

⭕ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ახალ გაზსადენებს ააშენებენ - Euronews

⭕ აშშ რუსეთიდან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გადაბირებას ცდილობს