მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის სამხრეთ ფრონტზე ვითარება სტაბილურია, ოკუპანტის უკან დახევის ნიშნები არ შეინიშნება - უკრაინელი პოლკოვნიკი

უკრაინელი პოლკოვნიკი

უკრაინის სამხრეთ ფრონტზე ვითარება სტაბილურია, ოკუპანტის უკან დახევის ნიშნები არ შეინიშნება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ევგენი იერინმა განაცხადა.

„ფრონტის ხაზთან დაკავშირებით ვითარება სტაბილურია. ოკუპანტები გადაადგილდებიან. იმის თქმა, რომ 100%-იანი ნიშნებია, რომ რუსეთი უკან დაიხევს, ამას არ ვიტყოდი“, - აღნიშნა თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, პირიქით, არის ნიშნები იმისა, რომ ოკუპანტი გარკვეულ საზღვრებზე ქმნის გარკვეულ ჯგუფებს, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან უკრაინის ჯარებს.

„ამავდროულად, დაზვერვა აკონტროლებს მათ მოძრაობას, დიახ, არის გარკვეული ნიშნები, რომ ისინი ცოტა ღრმად მოძრაობენ ტერიტორიაზე და ამზადებენ თავდაცვით ხაზებს არა მარტო პირველ ხაზზე, არამედ ქმნიან თავდაცვის მეორე და მესამე ხაზებს“, - აღნიშნა პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მტრის ტექნიკისა და პერსონალის მოძრაობა შეინიშნება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია, იქ ჯოჯოხეთური ვითარებაა“ - სერგეი გაიდაი

👉 რუსეთში საყოველთაო მობილიზაციისა და საზღვრების ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ - დანილოვი

👉 უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, როგორც უკრაინამ, ასევე, რუსეთმა - ემანუელ მაკრონი

👉„პუტინს არ სურს დამნაშავე იყოს“ - უოლესმა რუსეთის ფედერაციის სარდლობაში სავარაუდო ცვლილებების შესახებ განაცხადა

👉 პუტინი ზეწოლას ახორციელებს ლუკაშენკოზე - ამერიკელი ანალიტიკოსები