მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინის წევრობა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“ - ანდრეი ერმაკი ნატოში გაწევრიანებაზე

პრეზიდენტის აპარატის უფროსი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა სკანდინავიის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერება განიხილა.

ერმაკმა ასევე მოუწოდა დიპლომატებს, მხარი დაუჭირონ ნატოს სამიტის საბოლოო დოკუმენტს უკრაინაში ბოლო მოვლენებთან და ტერიტორიების ანექსიის უკანონო მცდელობებთან დაკავშირებით.

„აღარ არის არანაირი საუბარი უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე. ჩვენი კურსი ნატოს წევრობაა. ამ ომში ჩვენი მიზანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წევრობა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“, – აღნიშნა ერმაკმა.

ამავდროულად, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ რომან მაშოვეცმა და ხერსონის გაერთიანებული სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის წარმომადგენლებს ფრონტზე არსებული ვითარება განუცხადეს. მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის მიმდინარეობისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის რუსეთის მცდელობების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე მრავალი წელი ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ“ - ვლადიმერ პუტინი

👉 „გუშინ მისი გულის ცემა იყო ისეთი, პულსი 170, წნევა 220“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ნაც მოძრაობა“ ფინანსებს არამიზნობრივად ხარჯავს, ნიკა მელია წელიწადში 1 471 000 ჯდება, ოპოზიცია, თქვენ ნამუსი გაგაჩნიათ? - სოსო თოფურიძე