მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გუშინ მისი გულის ცემა იყო ისეთი, პულსი 170, წნევა 220“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

„გუშინ მისი გულის ცემა იყო ისეთი და პულსი 170 და წნევა 220. ვერ ჭამს, ჭამდა მანამდე რაღაცას, უჭირდა, ყველაფერს ვერა, მაგრამ ძალიან შერჩევით რაღაცას ვახერხებდით, დღეს უბრალოდ ძალიან ცუდად გახდა“, - აღნიშნა გიული ალასანიამ. 

გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ მისმა უცხოელმა ადვოკატმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს 23 კილო აქვს დაკლებული.

„2021 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა, მან დაიკლო ერთბაშად 23 კილოგრამი, ის ახლა ყოველდღე სუსტდება და არავინ იცის ეს სადამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მასიმო დი ანჯელომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ხერსონში სამი დასახლება გავათავისუფლეთ... გულწრფელად ვამბობთ, ზამთარი იქნება რთული“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „ნიკა მელია წელიწადში 1 471 000 ჯდება, ოპოზიცია, თქვენ ნამუსი გაგაჩნიათ? - სოსო თოფურიძე

👉 „უკრაინის წევრობა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“ - ანდრეი ერმაკი ნატოში გაწევრიანებაზე