მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს - Reuters

ომის მოსაგებად უკრაინას ევროპის მხრიდან ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება

ევროკავშირი გეგმავს გაზარდოს გაზის მიწოდება ნიგერიიდან. ამის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეთიუ ბოლდუინმა განაცხადა.

ნიგერია აგვისტოს შემდეგ ტრანს-ნიგერის მილსადენის ხელახლა გახსნას გეგმავს, რაც გაზრდის გაზის ექსპორტს ევროპაში.

ბოლდუინის თქმით, ევროკავშირი თავისი თხევადი გაზის იმპორტის 14%-ს ნიგერიიდან ახორციელებს და ამ მაჩვენებლის გაორმაგების პოტენციალი არსებობს.

როგორც Reuters წერს, ბოლდუინი გასულ კვირას ნიგერიაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა აფრიკის უმსხვილესი ნავთობის მწარმოებლის ოფიციალურ პირებთან.

„მათ გვითხრეს, მოდით და ვისაუბროთ კიდევ აგვისტოს ბოლოს, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ამ საკითხში“, – განაცხადა ბოლდუინმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „საშინელებაა, რომ გაეროს გენერალური მდივანი „უპირობოდ“ არ გმობს ფაქტს, რომ კიევის რეჟიმი დონბასში ბავშვებს კლავს“ - მარია ზახაროვა

👉 „კრემლის ომი უკიდურესად დიდ გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე, ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს მთელ მსოფლიოში“ - შარლ მიშელი

👉 უკრაინელები შესაძლოა, ხერსონის რეგიონში კონტრშეტევისთვის ემზადებიან, ან უკვე დაიწყეს - ISW

👉 „ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას“ - ენტონი ბლინკენი

👉 „შესაძლებელია, ლავროვმა ეს კომენტარი გააკეთა იმისთვის, რომ გზა გაეხსნა რეფერენდუმებისთვის ლუგანსკის და დონეცკის მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ - ბრიტანული დაზვერვა