მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში რუსი აგრესორების სახმელეთო შეტევა მოიგერიეს - „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები

ომი უკრაინაში

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში რუსი აგრესორების სახმელეთო შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ „ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების ანგარიშშია ნათქვამი. 

„რუსულმა ძალებმა ასევე განახორციელეს საჰაერო დარტყმები ნოვოგრიგორიევკასა და ანდრეევკაზე, რომლებიც მდებარეობს ხერსონისა და ნიკოლაევის საზღვართან. აგრესორები აგრძელებენ დნეპროპეტროვსკის რეგიონების დაბომბვას“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებმა განაგრძეს ძალისხმევა ლოგისტიკის აღდგენისა და თავდაცვითი პოზიციების შექმნაზე. 

ამასთან, უკრაინული მედია იტყობინება, რომ  რუსი ოკუპანტები ხერსონის რეგიონში სოფლებში დადიოდნენ და სამოქალაქო ტანსაცმელს ეძებდნენ იმისთვის, რომ ომიდან გაქცეულიყვნენ. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 ბაქო ერევანს ყარაბაღში აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

🔴 შეუძლია თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას ბირთვული რაკეტის ჩამოგდება? - სამხედრო ექსპერტის განმარტება

🔴 მოსკოვში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა