მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს სავაჭრო ურთიერთობებზე რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადონ

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე საუბრობს. ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღებისკენ მოუწოდებს, კერძოდ, ბოიკოტი გამოუცხადონ ექსპორტსა და იმპორტს. ამის შესახებ rbc ზელენსკის ვიდეო მიმართვაზე დაყრდნობით წერს. 

„თუ შეჭრა გაგრძელდება და რუსეთი არ შეაჩერებს თავის გეგმებს უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ საჭიროა ახალი სანქციების პაკეტი. ახალი სანქციები, ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ - მშვიდობისთვის. რუსული ექსპორტის ბოიკოტი, კერძოდ, უარი რუსული ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს. ამას შეიძლება ეწოდოს „ემბარგო“, ან უბრალოდ გამოიყენო „მორალი“, როცა უარს ამბობ ფულის მიცემაზე ტერორისტებისთვის. ბოიკოტი დაწესდეს რუსეთში იმპორტზე, თუ მათ არ სურთ ცივილიზებული წესების დაცვა, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ საქონელი და მომსახურება ცივილიზაციისგან. დაე, ომმა გამოკვებოს ისინი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ნელ-ნელა დალიეთ ყავა კრუასანთან ერთად და დიდხანს უყურეთ უკრაინის განადგურებული ქალაქების ფოტოებს“ - პოდოლიაკი დასავლეთს საყვედურობს

🔴 6 მარტს ხერსონში უკრაინელმა სამხედროებმა 30 რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს

🔴 11 000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 999 ჯავშანტექნიკა, 290 ტანკი - უკრაინის გენშტაბის უახლესი ინფორმაცია

🔴 ომის დასრულების სამი სცენარი - The New York Times

🔴 რუსმა სამხედროებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი დახვრიტეს

🔴 დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს

🔴 უკრაინა გაიმარჯვებს - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴 რუსეთმა ომისთვის მობილიზებული ჯარის 95% უკვე გამოიყენა - პენტაგონი