მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა - ტორნადო მიჩიგანის შტატში

ტორნადო მიჩიგანში

ერთი ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა ტორნადოს შედეგად აშშ-ში, მიჩიგანის შტატში. ინფორმაციას abcnews ავრცელებს. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის რაოდენობის დაზუსტება. დაშავებულები უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. 

გვიან ღამით მიჩიგანის გუბერნატორმა გრეტჰენ უიტმერმა ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განცხადებას. 

„მიჩიგანელები ამასაც მოვერევით. სწრაფი აღდგენისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,  არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ერთად ვერ გადავლახავთ“,- აღნიშნა გუბერნატორმა. 

ტორნადოს შედეგად მიჩიგანის შტატში მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლები. 

ამავე თემაზე: 

➖  ომის ახალი ეტაპი იწყება, კონტრშეტევა - მიხაილო პოდოლიაკი

➖ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაგრამ ის არ დანებდება - ბენ ჰოჯესი

➖  კულმინაცია, სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს იქნება, როცა რუსებს რესურსი ამოეწურებათ და არც ბრძოლის სურვილი ექნებათ - ბენ ჰოჯესი

➖  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 36 ოკუპანტი და 3 ტანკი გაანადგურეს