მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაგრამ ის არ დანებდება - ბენ ჰოჯესი

ამერიკელი გენერალი

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ ჰოჯესმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა. 

მისი თქმით, პუტინის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პუტინის შემდგომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. 

„ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ის უბრალოდ არ დანებდება და არ იტყვის, „მე ვცდებოდი და ამიტომაც მივდივარ“. რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, რუსული ძალები უკრაინულმა ძალებმა ბრძოლის ველზე უნდა დაამარცხონ. სწორედ ამიტომ შეუძლებელია უკრაინის საჭირო დახმარებისა და რესურსების მიწოდების შენელება“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

აშშ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის სანაცვლოდ ბელარუსისთვის დროებით სანქციების მოხსნას განიხილავს - WSJ

➖ გერჰარდ შრედერმა Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

➖ მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანაში ინფლაცია 7%-ს მიაღწევს - abcnews

➖  კრემლი უკრაინელი „ნაცისტებისგან გათავისუფლებული“ ტერიტორიების აღდგენის შტაბს ქმნის - რუსული მხარე