მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 134 000 მგზავრს მოგზაურობის გეგმების შეცვლა მოუწია - გაფიცვა Lufthansa-ში

გაფიცვა კომპანია ლუფთჰანსაში

პერსონალის გაფიცვის გამო Lufthansa-ს 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა და დაზარალდა ათიათასობით მგზავრი. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ იტყობინება. 

მედიასაშუალება წერს, რომ პერსონალის გაფიცვის გამო დაახლოებით 134 000 მგზავრს მოუწია მოგზაურობის გეგმების შეცვლა ან საერთოდ გაუქმება.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ Lufthansa-ს მთავარი ჰაბები ფრანკფურტში და მიუნხენში. ფრენები, ასევე, გაუქმდა დუსელდორფში, ჰამბურგში, ბერლინში, ბრემენში, ჰანოვერში, შტუტგარტსა და კელნში.

„ბევრი მგზავრი გერმანიაში საზღვარგარეთიდან იყო ჩასული, ფრანკფურტის აეროპორტში 1160 დაგეგმილი რეისიდან 725 დღეს გაუქმდა“, - წერს „ასოშიეთიდ პრესი“. 

Lufthansa-ს სპიკერმა მარტინ ლეუტკემ პერსონალი გაფიცვის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს საჭირო არ იყო. 

„ეს გაფიცვა სრულიად არასაჭიროა, უბრალოდ გაზვიადებულია“, - აღნიშნა კომპანიის სპიკერმა. 

apnews იტყობინება, რომ ინფლაციის მატებასთან ერთად, საფრანგეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში გაფიცვამ ღრმა შეფერხება და ხარვეზი გამოიწვია. 

მოგზაურებს დაგეგმილი გეგმების შეცვლა მოუწიათ. Lufthansa-ს გაფიცვა ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 3:45 საათზე დაიწყო და ხუთშაბათს დილის 18:00 საათზე დასრულდება. პერსონალი ანაზღაურების მატებას ითხოვს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „იაპონიაში მაიმუნი, რომელიც მოსახლეობას კვირების განმავლობაში ატერორებდა, დაიჭირეს და მოკლეს

🔴 გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ეგვიპტელი კაცი, შესაძლოა, პირდაპირ ეთერში ჩამოახრჩონ