მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იაპონიაში მაიმუნი, რომელიც მოსახლეობას კვირების განმავლობაში ატერორებდა, დაიჭირეს და მოკლეს

მაიმუნი

იაპონიის ქალაქ იამაგუჩიში მაიმუნი, რომელიც მოსახლეობას კვირების განმავლობაში ატერორებდა, დაიჭირეს და მოკლეს, - ამის შესახებ BBC-ი იუწყება. 

მამრობითი სქესის პრიმატი დაქირავებულმა მონადირეებმა ქალაქში მდებარე საშუალო სკოლის ეზოში იპოვეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაიმუნებზე ნადირობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაკაკებმა მოსახლეობაზე თავდასხმების სერია განახორციელეს, რის შედეგადაც 50-მდე ადამიანი დაშავდა. დაზიანებების უმეტესობა მსუბუქი ნაკაწრები და ნაკბენები იყო.

იაპონური მაკაკები ქვეყნის დიდ ნაწილში არიან გავრცელებული, ისინი „მავნებლებად“ ითვლებიან, ჭამენ მცენარეებს და ზოგჯერ სახლებში შედიან, თუმცა მათ მიერ ადამიანებზე ასეთი რაოდენობის თავდასხმა უჩვეულოა.  

ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაკაკები თავდაპირველად თავს მხოლოდ ბავშვებსა და ქალებს ესხმოდნენ, ბოლო დროს კი სამიზნე მოხუცები და ზრდასრული მამაკაცებიც გახდნენ.

ოდესღაც გადაშენების პირას მყოფი მაიმუნის სახეობის პოპულაციის რაოდენობა ბოლო დროს იაპონიაში საგრძნობლად გაიზარდა. იამაგატას უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ამან ადამიანებთან „სერიოზული კონფლიქტი“ წარმოშვა. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ: 

🔴 ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივანი გახდეს - The Telegraph

🔴 „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას 20%-ით ამცირებს

🔴 „მარიუპოლი 2023 წლის დასაწყისში გათავისუფლდება“ - ქალაქის მერი

🔴 „დასავლეთის ქმედებებმა უკრაინა და უკრაინელი ხალხი მათ მონად აქცია“ - ზახაროვა