მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

2 მილიონი ევაკუირებული ადამიანი ჩინეთიდან და 14-მდე დაღუპული ტაივანში - აზია სუპერტაიფუნს ებრძვის

სუპერტაიფუნი „რაგასა“

ტაივანში სუპერტაიფუნის „რაგასას“ შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანია დაღუპული, 18 კი - დაშავებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ჰონკონგის ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან ამ ეტაპისთვის, 120-ზე მეტი პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დიდი ალბათობით, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.

ტაივანში დროებით დაიხურა საერთაშორისო აეროპორტი, გაუქმდა ასობით ავიარეისი. დაკეტილია სკოლები და ბაღები, ასევე, მაღაზიები. 

როგორც BBC იუწყება, ტაივანიდან სუპერტაიფუნი „რაგასა“ ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში გადაინაცვლებს, რის გამოც გუანდუნიდან დაახლოებით, 2 მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული.