მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი საერთაშორისო საზოგადოებას თეირანთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

ალი ხამენეის დისშვილი

აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი ფარიდე მორადჰანი 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული სახალხო პროტესტის  ჩახშობის გამო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ თეირანთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტონ. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იტყობინება. 

ირანის უზენაესი ლიდერის დისშვილმა დაგმო ქვეყანაში სახალხო საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობა.

ფარიდა მორადჰანის მამა დაქორწინებული იყო ხამენეის დაზე. მორადჰანის განცხადების ვიდეო  ინტერნეტსივრცეში ვირუსულად მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის 23 ნოემბერს დააკავეს. 

„თავისუფალო ხალხო, იყავით ჩვენთან და უთხარით თქვენს მთავრობებს, შეწყვიტონ ბავშვების მკვლელი რეჟიმის მხარდაჭერა, ეს რეჟიმი არ არის ლოიალური თავისი რელიგიური პრინციპების მიმართ და არ ემორჩილება სხვა წესებს“, - ამბობს მორადჰანი თავის ვიდეომიმართვაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 უამინდობის გამო აშშ-ში ათასზე მეტი ფრენა გადაიდო და დაახლოებით 48 ავიარეისი გაუქმდა

🔴 „დროა, ინდივიდუალური სანქციები დავაწესოთ და არა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ“ - კრამერი