მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაციაა

აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი

აზერბაიჯანმა სომხეთი თავისი არმიის პოზიციების მიმართ ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, ოფიციალურმა ერევანმა კი განაცხადა, რომ ეს დეზინფორმაციაა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა 27 ნოემბერს 15.45-იდან 16.55 საათამდე ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, კალბაჯარის რაიონის ელიჯის დასახლების მიმართულებით.

„გარდა ამისა, 27 ნოემბერს, 11:30 საათიდან 16:20 საათამდე, სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, კვლავ ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს აღდამში“, - ნათქვამია აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

ამასთან, თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი საერთაშორისო საზოგადოებას თეირანთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

🔴 უამინდობის გამო აშშ-ში ათასზე მეტი ფრენა გადაიდო და დაახლოებით 48 ავიარეისი გაუქმდა

🔴 „დროა, ინდივიდუალური სანქციები დავაწესოთ და არა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ“ - კრამერი