უცხოეთი

„ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლეკსი დანილოვი
1643115830
დაკოპირებულია

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლეკსი დანილოვმა რუსეთის მხრიდან მზარდი აგრესიის ფონზე, უკრაინის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სამხედრო შეჭრა ამ მომენტში „ფიზიკურად შეუძლებელია“.

„მივმართავ მოსახლეობას: სიმშვიდე, სიმშვიდე და ისევ სიმშვიდე. საჭიროების შემთხვევაში გვაქვს ეროვნული განგაშის სისტემა. ჩვენ არაფერს დავმალავთ. ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გასაკვირია, რომ მათ აქ მობილიზებული რუსი ჯარისკაცები დაინახეს. ეს ყველაფერი 30 ოქტომბრიდან დაიწყო, როცა „ვაშინგტონ პოსტმა“ თავისი ანგარიში გამოაქვეყნა.

ძალიან მოხარულები ვართ, რადგან მსოფლიომ საბოლოოდ შეამჩნია, რომ ჩვენ ამ აგრესიის წინაშე აღმოვჩნდით.  ნატოს წევრი სახელმწიფოები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარონ, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყანა დავიცვათ“, - განაცხადა დანილოვმა. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა

🔴 რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის - დმიტრო კულება

🔴 უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა - BBC