მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს უკრაინის დატოვების მითითება მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო უკრაინის დატოვების მითითება მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა ნებართვა, რომ საელჩოს გარკვეულმა ნაწილმა უკრაინა დატოვოს. 

ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მიმართავს უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს და მოუწოდებს, რომ უკრაინის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა განიხილონ. 

განცხადების თანახმად, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას გეგმავს. 

„არსებობს ცნობები, რომ რუსეთი გეგმავს მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ“, - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი. 

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის ფედერაცია გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში შეჭრის შესახებ, უარყოფს.

„სიტუაცია არ უმჯობესდება, კონფლიქტური პოტენციალი გროვდება. დასავლელ კოლეგებს გადამწყვეტი წვლილი შეაქვთ მოვლენების ასეთ ნეგატიურ განვითარებაში“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს