„თქვენ არ უნდა უთხრათ უკრაინის პრეზიდენტს, რა გააკეთოს, რა თქვას და როდის“, - ასე მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრელ კოლეგას და მის განცხადებას სოციალური ქსელის დახმარებით ეხმიანება.
ცნობისთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება დაგმო და ის ეროვნული დღესასწაულის უნგრეთის წინააღმდეგ და მის დასაშინებლად გამოყენებაში დაადანაშაულა.
მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა უნგრეთისა და საკუთარი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას, თუმცა ახლა მილსადენ „დრუჟბას“ არსებობამ ყველაფერი შეცვალა.
სწორედ ამიტომ, ანდრეი სიბიგამ X-ზე დაწერა, რომ ის სიიარტოს „უნგრული“ მანერით უპასუხებს და მან არ უნდა მიუთითოს უკრაინის პრეზიდენტს, თუ რა გააკეთოს.
„უნგრული მანერით გიპასუხებთ. თქვენ არ უნდა უთხრათ უკრაინის პრეზიდენტს, რა უნდა გააკეთოს ან თქვას და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა – უნგრეთის. უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენს ხელშია. დივერსიფიკაცია მოახდინეთ და რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდით, ისევე, როგორც დანარჩენი ევროპა“, – აღნიშნა სიბიგამ.
I will reply in a Hungarian manner.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) August 24, 2025
You don’t need to tell the Ukrainian President what to do or say, and when. He is the President of Ukraine, not Hungary.
Hungary’s energy security is in your own hands. Diversify and become independent from Russia, like the rest of Europe. https://t.co/G0JPu5xYHo