მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავის აქვს უფლება, მომხდარში ირანი დაადანაშაულოს“ - ირანი სალმან რუშდის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

სალმან რუშდი დაჭრეს

ოფიციალური ირანი ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი ნოველისტის სალმან რუშდის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანიმ კომენტარი თავდასხმიდან 2 დღის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, რომ მომხდარში ირანი დაადანაშაულოს. 

ქანაანმა დასძინა, რომ ირანს არ აქვს „სხვა ინფორმაცია იმაზე მეტი, რასაც ამერიკული მედიას ავრცელებს“.

„ჩვენ, ირანს აშშ-ში მომხდართან დაკავშირებით არავითარი კავშირი არ გვაქვს. მიგვაჩნია, რომ ამ ბრალდებას არ ვიმსახურებთ. არავის აქვს უფლება ამ კუთხით ირანი დაადანაშაულოს“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, 75 წლის რუშდი 12 აგვისტოს  ნიუ-იორკში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. მისმა აგენტმა განაცხადა, რომ მას დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, მას ასევე დაზიანებული ჰქონდა თვალი. თავდამსხმელი 24 წლის ჰადი მატარია. 

თავდამსხმელი ბრალს არ აღიარებს. 

ამავე თემაზე: 

🔴  ცნობილი მწერალი სალმან რუშდი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს