მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის სავარაუდო დროს ასახელებს

ციხეებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე კვირის განმავლობაში შეიჭრას. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Unian-ი ავრცელებს. 

„თუ გადავხედავთ რა ხდება და როგორ არის განლაგებული რუსული ჯარები უკრაინის საზღვრებთან, შეჭრა უახლოეს დღეებში სავსებით შესაძლებელია... სამწუხაროდ, რადგან პრეზიდენტმა პუტინმა ყველაფერი გააკეთა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად.

ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო მეტ რუსულ ძალებს უკრაინის გარშემო. ეს უკიდურესად შემაშფოთებელია, მათ შორის ის, რაც ხდება ბელარუსში უკრაინის ჩრდილოეთით“, - განაცხადა ბლინკენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. 

ამავე თემაზე: 

🔴 „ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი“ - ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს (ვიდეო)

🔴 „უკრაინაზე რუსეთის შეტევა ჯერ კიდევ შესაძლებელია“ - ჯო ბაიდენი

🔴 „რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფაა“ - ოლაფ შოლცი