მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი“ - ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ დასავლეთი არ ეძებს დესტაბილიზაციის გზებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

როგორც ბაიდენმა რუსი ხალხის მიმართ თავის მიმართვაში აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რიგით მოქალაქეებს უკრაინასთან ომი სურს. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიდია დიპლომატიის ადგილი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

„აშშ და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.  აშშ-ს და ნატოს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და არც გვაქვს გეგმაში მათი იქ განთავსება. ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი“, - განაცხადა ბაიდენმა. 

ამასთან, ბაიდენის თქმით, იმ შემთხვევაში თუკი უახლოეს დღეებში რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება, ის მიიღებს მკაცრ და მყისიერ პასუხს. 

„მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა სიკვდილი და ნგრევა. უკრაინაში შეჭრა თვითმიყენებული ჭრილობა იქნება რუსეთისთვის“, - დასძინა ჯო ბაიდენმა. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რუსეთის დუმამ პუტინს დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარების თხოვნით მიმართა

🔴  საკუთარი თვალით რომ დავინახავთ, მერე დავიჯერებთ - კულება უკრაინის საზღვრიდან რუსული ჯარის გაყვანის დაწყებაზე

🔴  რუსეთში ქვედანაყოფების ნაწილი დისლოკაციის ადგილებში ბრუნდება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 

🔴  ოლაფ შოლცი რუსულ „პისიარ“ ტესტს არ გაიკეთებს

🔴 ბაიდენი ამ ეტაპზე უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს - თეთრი სახლი